ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

საქმიანობა

საინჟინრო ჯგუფი “კონსტრუქტივა” ახორციელებს როგორც საპროექტო სამუშაოებს, ასევე ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირებას, წარმოებასა და მონტაჟს.
 

შექმნის ისტორია

2016 წელს, კონსტრუქტივას გუნდის წევრების თანამშრომლობისა და მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების შედეგად, მათი საერთო ინტერესები გამოიკვეთა.

საქმისადმი თავდადებასა და სათანადო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით, ბაზარზე ლიდერი საინჟინრო კომპანიის დაფუძნების პერსპექტივა გაჩნდა.

2018 წლიდან, გერმანულ კომპანია HUECK-თან მჭიდრო თანამშრომლობამ, უკვე ერთ გუნდად შეკრული საინჟინრო ჯგუფის გამოცდილებას ადგილობრივი თუ უცხოური, წარმატებული პროექტი შეჰმატა.

2020 წლიდან ღრმა ტექნიკური ცოდნითა და ორგანიზებულობით დაკომპლექტებული საინჟინრო ჯგუფი “კონსტრუქტივა” საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს.

 

მისია და ხედვა

საინჟინრო ჯგუფ “კონსტრუქტივას” დაარსების დღიდან უმნიშვნელოვანესი მისია აქვს: “თითოეული იდეა ვაქციოთ შენობა-ნაგებობების უნიკალურ იერსახედ და ამით დავიმკვიდროთ საკუთარი თავი საინჟინრო ინდუსტრიაში”

ინდივიდუალური შტრიხებით შექმნილი ფასადებითა და აბსოლუტური სიზუსტით აგებული კონსტრუქციებით, გუნდი ხელს უწყობს ესთეტიკის, კომფორტისა და ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.

აქციე იდეა იერსახედ კონსტრუქტივასთან ერთად.